მოსამართლემ ირაკლი შაიშმელაშვილს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მისცა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გდდ-ს ყოფილ მარალჩინოსანს, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მისცა.

აღნიშნული შუამდგომლობა პროცესზე შაიშმელაშვილის ადვოკატმა დააყენა. გდდ-ს ყოფილი მაღალჩნოსანი საქართველში არ იმყოფება.

მოსამართლემ თქვა, რომ თუ ყოფილ მაღალჩინოსანს პროცესში მონაწილეობა სურს, მაშინ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოშ ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებსი პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე სხედან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.
პროცესს არ ესწრება მსოფლიო ბანი. ადვოკატის თქმით, პაატა ბურჭულაძეს “ფარსში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა”.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე აპირებენ, რომ კამერებსი დაშვება მოითხოვონ და ირაკლი ხუსკივაძეს აღნიშნული შუამდგომლობით მიმართონ.

banner
წინა სტატიაშითავს დამნაშავედ არ ვცნობთ! – სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო
შემდეგი სტატიაBBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა