რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ ერთ აქტივისტი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო – რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გურამ ადამიას პროცესი დასრულდა.
კაცი, რომელიც ანტირუსულ აქციაზე სამართალდამცველებმა სასტიკად სცემს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა გაამტყუნა, თუმცა ტრადიციადქცეული წესი დაარღვია და ადამია, რომელსაც დაზარალებულის სტატუსიც აქვს მინიჭებული, არ დაუჯარიმებია.
აქტივისტი მოსამართლემ ორ მუხლში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და მის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ, სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
გურამ ადამია და მისი უფლებადამცველი “პირველებთან” ამბობენ, რომ მიუხედავად ფინანსური სანქციის არ დაკისრებისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრებას მაინც გეგმავენ.
გადაწყვეტილება გამამტყუნებელი იყო, თუმცა ჯარიმა არ დამიწესეს და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მომცეს. ერთი მხრივ, კარგია, რომ მარტო სიტყვიერია, მაგრამ თან სასაცილოა, რომ ვიღაც ადამიანი, რომელიც სხვა ქუჩაზე იყო, სხვა მაისური ეცვა და სხვა რაღაცებს შვრებოდა, იმედია, იმ ადამიანს იპოვიან და მე რა შუაში ვარ ამ სიტყვიერთან არ მესმის. არანაირი მტკიცებულება ჩემ მხრივ არ ყოფილა. ის, რაც წარადგინეს, არ შეესაბამებოდა იმას, რაც ადგილზე ხდებოდა. დამადანაშაულეს, რადგან სხვანაირად არ გამოდიოდა”, – ამბობს ადამია.