მოსამართლემ გაუპატიურებას “სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კულტურის ნაწილი” უწოდა

მოსამართლემ გაუპატიურებას

მოსამართლემ გაუპატიურებას "სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კულტურის ნაწილი" უწოდასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თეთრკანიანმა მოსამართლემ, მეიბელ ჯანსონმა “ფეისბუქზე” საუბარში აღნიშნა, რომ გაუპატიურება ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობის კულტურის განუყოფელი ნაწილია. მიმოწერა 2015 წელს მიმდინარეობდა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი The Independent წერს.

საუბრის სკრინშოტი, რომლის ავტორადაც ჯანსენია აღნიშნული, სამოქალაქო აქტივისტმა ჯულიან შუტტემ გამოაქვეყნა. “მათ კულტურაში ქალი მხოლოდ იმისათვის არის საჭირო, რომ მათ სიამოვნება მიანიჭოს, ამისათვის ქალის თანხმობა არ არის საჭირო. იცი, მე ჯერ არ შემხვედრია შავკანიანი გოგონა, რომელიც გაუპატიურებული არ იყოს სადღაც 12 წლის ასაკში. სრულიად სერიოზულად ვამბობ. დედებს ისე გაურეცხეს ტვინი, რომ ისინი გოგონებს ეუბნებიან, რომ ეს მამის უფლებაა – იყოს პირველი” – ნათქვამია ერთ-ერთ სკრინშოტში.

“მკვლელობაც ის არ არის, რაც შემთხვევით ხდება. ბავშვების, ქალიშვილების და დედების ჯგუფური გაუპატიურება სასიამოვნო დროის გატარებაა. არა, ჯილიან, ფაქტი – ეს ის არის, რასაც ლიბერალები ამბობენ” – ნათქვამია მიმოწერაში.
აქტივისტის თქმით, მან მიმოწერის გასაჯაროვება მოსამართლის რასისტული ხედვების გამო გადაწყვიტა.
ჯანსენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია, ასევე, მიმოწერა პირად ხასიათა ატარებდა დახმარების მიზნით.
სკანდალური მიმოწერის მასალები ეთიკის სასამართლოს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიომ უარი განაცხადა ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი გახდეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს იწყებს