მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში- მელიას ადვოკატი

მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში, ასევე შექმნილ სიტუაციაში – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილამ განაცხადა. კონდახაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და მოსამართლემ მოქალაქეების შეხედულება გაითვალისწინა.

„მე როგორც იურისტი, მინდა ვთქვა ერთი რამ, ის გადაწვეტილება, რაც მიიღო დღეს სასამართლომ არის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება, მე პოლიტიკურ განმარტებებს ვერ გავაკეთებ, ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც ვითხოვდით ჩვენ დაცვის მხარე. ერთადერთი, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში, ასევე შექმნილ სიტუაციაში“ – აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოოდ, ნიკა მელიას გათავისუფლებას ელოდება.

“91-მა დეპუტატმა ჩაატარა გუშინ წინასასამართლო პროცესი და პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ნიკანორ მელიას და დღეს ერთმა მოსამართლემ, ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა,”-აცხადებს უფლებადამცველი.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია დღეს ჟურნალისტებს შეხვდება