26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა ექვსივე პოლიციელის – ალექსი ბადალოვის, ბესო მალაციძის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შესაბამისი შუამდგომლობა პროკურატურამ მას შემდეგ დააყენა სხდომაზე, რაც სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.

გორში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევისას, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს – ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიკალასის ინიციატივას, რომელიც საქართველოსაც ეხება, EU-ში ფართო მხარდაჭერა აქვს – ანიტა ჰიპერი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: ნაწამები გორელი მოქალაქის საქმეზე: სწორედ ეს არის წამების დეფინიცია… სამართალი აუცილებლად დადგება