3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მოსამართლემ ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” გადაწყვეტილება მიიღო

მოსამართლემ ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” გადაწყვეტილება მიიღო.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის მოწმობა, საზღვარს კი თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ის გირაოს გადახდას აპირებს.

ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონ ლარის გირაო.

banner
წინა სტატიაში“არაუშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან”- ეკა ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაბათუმში ერთი პირი დაჭრეს