მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა

მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

სახელმწიფო ბრალდება დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას ოთხოვდა, რის საფუძვლადაც ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა.

თავის მხრივ დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ დეკანოზი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. გირაოს უზრუნველყოფაში კი დეკანოზი მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ჩადებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფოთში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაშსს-მ ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა