მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა – ლევან მურუსიძე ნინო გვენეტაძეს ხვდება

მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრაზე შესვლამდე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც თავად აცხადებს, არც თავად მას და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ აქვთ ინფორმაცია მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე. ლევან მურუსიძის თქმით, მათთვის ასევე უცნობი იყო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ამ საკითხზე პროკურატურას მიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ თემაზე დეტალურად მოგვიანებით აპირებს კომენტარის გაკეთებას. ლევან მურუსიძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის საკითხი დღეს დანიშნულ უმაღლესი საბჭოს სხომაზეც განიხილონ, რომელიც 11 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით, გაურკვეველი მიზეზით 3 საათისთვის გადაიდო.

მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირი დააკავებულია
შემდეგი სტატიამოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლა – მიმდინარე გამოძიებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს