ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიცილონ თავიდან “რუსთავი 2”-ეს განცხადება, ჟურნალისტმა და მედია ექსპერტმა ნინია კაკაბაძემ გააკეთა. კაკაბაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აიძულებს გადაწყვეტილება საქმეზე 30 ნოემბრამდე მიიღოს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს “რუსთავის” 2-ის საკითხი, სწორედ ამიტომ მათი აზრით, მმართველი გუნდი შეეცდება დიდ პალატას მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიაღებინოს.
„ფაქტია, რომ მოსამართლეებზე ახდენენ ზეწოლას. მე არ ვიცი და თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, მაგრამ მათი საერთო სახელი არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, რომელსაც ჯერ კიდევ ყელში ჰყავს გაჩხერილი “რუსთავი 2”. ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიცილონ თავიდან “რუსთავი 2”. მგონია, რომ ისინი 2016 წელს ამ პრობლემისგან რაღაცნაირად გათავისუფლდებიან,“ – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.