მოსამართლეებს, რომლებსაც უვადოდ დანიშვნის სურვილი აქვთ, ვაპირებ კითხვები დავუსვა მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით

მოსამართლეებს, რომლებსაც უვადოდ დანიშვნის სურვილი აქვთ, ვაპირებ გასაუბრებაზე კითხვები დავუსვა მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ის საბჭოს სხდომაზე დააყენებს საკითხს, რომ თუ მოსამართლეები ექვემდებარებოდნენ რეჟიმს და სისტემას, უნდა მოხდეს თუ არა მათი არჩევა უვადოდ.

„წინ საინტერესო პროცესი გველოდება. ამ მოსამართლეებს დიდი გამოცდილება აქვთ სასამართლო სისტემაში. მე ვაპირებ ხაზი გავუსვა განსაკუთრებით კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რადგან სამოსამართლეო გამოცდილება შეიძლება იყოს კარგიც და შეიძლება იყოს ბევრი კითხვის გამჩენიც. იმ პერიოდში ქვეყანაში მიდიოდა აქტიური რეპრესიები და ბევრი მოსამართლისთვის, რომელიც იმ პერიოდში სისტემაში იმყოფებოდა, ეს შეიძლება არ ყოფილიყო სახარბიელო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მოსამართლეთა უვადო განწესების ეტაპი ხვალ დაიწყება, რაც გასაუბრებას გულისხმობს. უვადოდ განწესების მსურველი 51 მოსამართლეა. გასაუბრებები 6- 7- 8 თებერვალს გაიმართება. თითოეულ დღეს გასაუბრებას 17-17 კანდიდატი გაივლის. ამის შემდეგ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ კანდიდატების შეფასება. კანდიდატების შეფასებისთვის საბჭოს წევრებს ხუთდღიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც მოხდება შეჯამება და შერჩეული კანდიდატების კენჭისყრაზე გატანა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გარემოვაჭრეებმა აქცია განაახლეს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – არ ვაპირებთ ჩადებას – ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა