მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, მთავარი პრობლემაა ნდობა – მეგრელიშვილი

მოსამართლეებს ვინ ნიშნავს? – ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, შეუძლებელია, მოსამართლეებს საკუთარი ნდობა გააჩნდეთ იქიდან გამომდინარე, მათ ვინ ნიშნავს, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ ხედვაა, რომ სასამართლოში მთავარი პრობლემაა ნდობა.

„მოსამართლეებს ვინ ნიშნავს? – ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები. აი, აქ რომ ხალხი დადის. ამ პარლამენტს რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ის ხალხი 30 წელია მოსამართლეებს ნიშნავს. ანუ, შეუძლებელია, მოსამართლეებს საკუთარი ნდობა გააჩნდეთ იქიდან გამომდინარე, მათ ვინ ნიშნავს. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უპასუხებს ამ პრობლემას სამუშაო ჯგუფი, მაგრამ საშუალება იქნება, ტრიბუნიდან გაახმოვანო ის, რისიც გჯერა. ამას გამოვიყენებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიანვარში ვამბობდი ჯერ კიდევ და ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ვირუსად – მინისტრი covid-19-ზე
შემდეგი სტატიასასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ვინც არ დაესწრო, ფაქტობრივად, ქვეყნის პერსპექტივას მაგიდას უყირავებს – ოხანაშვილი