“მოსამართლეებმა უარი თქვეს პირდაპირ შეესრულებინათ ბიძინა ივანიშვილის მითითება”- რატიანი “რუსთავი 2-ის” საქმეზე საუბრობს

უზენასი სასამართლოს მოსამართლეებმა ბიძინა ივანიშვილის მითითების შესრულებაზე უარი განაცხადეს და რუსთავი 2-ის საქმე დიდ პალატას გადასცეს,-აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეებმა სამაუწყებლო კომპანიის სასიკეთო გადაწყვეტილებაც ვერ მიიღეს.

„როგორც ჩანს, მოსამართლეებმა არ შეასრულეს და უარი თქვეს პირდაპირ შეესრულებინათ ბიძინა ივანიშვილის მითითება, მაგრამ ასევე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს რუსთავი 2-ის სასიკეთოდ, ამიტომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღეს და ზემო პალატას გადასცეს, მძიმე ვითარებაა,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115-ის” წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებენ
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა-გენშტაბის ახალი უფროსი ოფიციალურად წარადგინეს