მოსამართლეები პარლამენტთან სკვერში ვანო ზარდიაშვილს ხვდებიან

ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება.

ტაბულას ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან.

 

წყარო: ტაბულა

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს
შემდეგი სტატიააშშ-მ სირიაში ალ-ბაღდადის დასაჭერად სპეცრაზმი გაუშვა