20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის წევრად აირჩიეს

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის (AEAJ) გენერალური ასამბლეის მიერ, ასოციაციის წევრად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა იქნა არჩეული. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ხუჭუა შეუერთდება დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფს.

ღონისძიება გაიმართა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE-ODIHR) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამართლის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მოსამართლეები.

ევროპელმა მოსამართლეებმა ვლადიმერ ხუჭუას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, აღნიშნული მისთვის „დიდი პატივთან ერთად გარკვეული პასუხისმგებლობაა” და საერთაშორისო ფორმატების საშუალებით, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ხელისუფლებამ 26 მაისის აქციაზე ყველაფერი ამიკრძალა — არანაირი სცენა და აპარატურა პარლამენტთან და ქუჩებში
შემდეგი სტატიაივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ირანის მიერ გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს