მოსამართლე შავაძის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს – დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. დოლიძე ამბობს, რომ ეს არის საყურადღებო საკითხი.
„მოსამართლე შავაძის განცხადებები თავიდან ბოლომდე მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს სსკ-ის 364-ე მუხლს, პასუხისმგებლობას. ეს არის სამართალწარმოების პროცესში ჩარევა სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, თუ ეს თავმჯდომარეს ეხება. აქედან გამომდინარე, მოსამართლე შავაძის განცხადებები, მყისიერად უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურის მიერ დაიწყოს გამოძიება 364-ე მუხლით. შესაბამისად, მე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას არა მარტო შავაძის, არამედ მოსამართლის ნებისმიერი მსგავსი განცხადების შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება ამ მუხლით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი შვილი მოკლულია – არჩილ ტატუნაშვილის მამა
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი – სასამართლო სისტემაში ერთი ადამიანი რამდენიმე თანამდებობას არ უნდა იკავებდეს