მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.

როდის მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია. მოსამართლის განმარტებით, ამის თაობაზე მხარეებს წინასწარ ეცნობებათ.

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესები რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ედავებიან.

დაცვის მხარე გამამართლებლის, ხოლო ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ პრემიერმინისტრს, კეთილი ინებოს და ჩავიდეს პანკისში – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიამოლოტოვის კოქტეილი-ირანის პოლიცია (ვიდეო)