მოსამართლე: საკონსტიტუციოში პრემია-დანამატები იმ სიხშირით არ არის, როგორც სხვა უწყებებში

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციუში 9 თვის განმავლობაში გაცემულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს.

ლალი ფაფიაშვილის თქმთ, საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის პრემია-დანამატები იმ სიხშირით, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში.

საკონსტიტუციო სასამართლოში გაცემულ პრემია დანამატებთან დაკავშირებით მოსამართლეები კონკრეტულად არ საუბრობენ თუმცა, როგორც ლალი ფაფიაშვილი აცხადებს ეს საკითხი შესაბამისი ნორმატიული ბაზით რეგულირდება.

“ეს საკითხი დარეგულირებულია ნორმატიული ბაზით, რომელშიც გაწერილია რა შემთხვევაში უნდა იყოს გაცემული პრემია-დანამატები. საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის პრემია დანამატები იმ სიხშირით როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებშია” ,- განაცხადა მოსამართლე ფაფიაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციოს 8 მოსამართლემ 9 თვეში 806632 ლარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში უკუსვლაა-კანდელაკი ევროპელ კანონმდებლებს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : უკრაინიდან დეპორტირებულებზე “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში დაიბარებს