მოსამართლე რომან ხორავა 5 ივლისის ქმედებებზე – სიბნელე, სიველურე და სირცხვილი

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია. აი, ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც იქ ხდებოდა. გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი 4-5 ივლისის მოვლენებზე: ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა
შემდეგი სტატიაჯანმო რუსეთში აღმოჩენილი კოვიდ-19-ის მუტაციას აკვირდება