მოსამართლე პროკურორს – დავით კირკიტაძის მიმართ ისედაც გამოყენებულია პატიმრობა და მას მეორედ ვერ დავაკავებთ

პირის მიმართ ისედაც გამოყენებულია პატიმრობა და მას მეორედ ვერ დავაკავებთ, – ასე მიმართა პროკურორებს დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი დარახველიძემ.

მოსამართლის განმარტებით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას ქონების აღსრულებისთვის გადაცემის თაობაზე, მოსამართლემ განმარტა, რომ ამ საკითხზე სასამართლო იმსჯელებს, თუმცა საჭიროა დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბრალდების მხარემ.

შუამდგომლობების შემდეგ პროცესი ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება დავით კირკიტაძის გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებას

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურობას, ნელ-ნელა ვაკომპლექტებ გუნდს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და მას სპეციალურ ფონდში გადარიცხავს