საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, დააზუსტონ, თუ რომელი ფაქტები და მტკიცებულებები შეესაბამება კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალას.
მოსამართლის თქმით, საკითხში სიცხადის შეუტანლობა პროცესის წარმართვას ურთულებს.
„ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ… მაგალითად, არის 2003-2012 წლის ფაქტები, ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“, — განაცხადა ევა გოცირიძემ.
მოსამართლის განცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების, გიორგი სიორიძისა და თორნიკე ართქმელიძის პოზიციები. მათ აღნიშნეს, რომ კოლექტიური სარჩელის გამო გაუგებარია, რას ედავება მმართველი გუნდი კონკრეტულ პარტიებს — მაგალითად, ეხება თუ არა 2003-2012 წლების მოვლენები „ლელოს“, რომელიც 2019 წელს დაარსდა

















