მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
“სიმართლე გითხრათ, ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს. სწორედ იმ მოტივით, რის გამოც მე პატიმრობაში ვარ, პოლიტიკური მოტივით, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. გულმოწყალებას არ გთხოვთ, ქალბატონო მოსამართლე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, მარტო სასჯელის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ”. – თქვა ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა მის სასამართლო პროცესზე.

















