მოსამართლე ნინო გუდაძემ ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დამნაშავეებად ცნო და საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა

ოლიგარქის მოსამართლე ნინო გუდაძემ მარტის აქციების დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დამნაშავეებად სცნო და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ძალადობრივად დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) “რას არ მივცემდი ახლა შენთვის რომ ჩამახუტა” – ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი შვილის პროცესს ელოდება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, სხვა ალტერნატივა ვერ და არ დარჩება თვითმარქვია რეჟიმს, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ