მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო 11 სასამართლო პროცესი გადაიდო

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო 11 სასამართლო პროცესი გადაიდო

nazxaidzeრუსთავი2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რაც რუსთავი2-ის სასამართლო სხდომის დღეს გამართვას გულისხმობდა, სააპელაციო სასამართლოში მუშაობა შეფერხდა.
დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, გადადებულია 11 სასამართლო პროცესი. გადადების მიზეზი მოსამართლეების ნათია გუჯაბიძისა, ნატა ნაზღაიძის და ქეთევან მესხიშვილის მოუცლელობა გახდა, რომლებიც რუსთავი2-ის საქმის განხილვას ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ნატა ნაზღაიძემ გადაწყვეტილება, გამართულიყო რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი დღეს, სხდომაზე ისე მიიღო, რომ მხარეებისთვის და არც კოლეგა მოსამართლეებისთვის არ შეუთანხმებია.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიასკოლის პირველ კორპუსში ზეიმის მიმდინარეობისას ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა