მოსამართლე მოწმეს: შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ

გუშინ, 25 ოქტომბრის ღამით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს სცემეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ავრცელებს.

“გამთენიისას ჩემი ამერიკელი მეგობრების ოჯახი რესტორან სულთანის დაცვამ სცემა მხოლოდ იმიტომ რომ 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს და ბარათით არ გადაიხადო წადი მოხსენიო. რა თქმა უნდა ჩეკიც გაბერილი იყო”, – წერს ხაჟომია ფეისბუქზე.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა “ბ” და “გ” პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოკითხვები.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე მოწმეს: შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს INL-მა ახალი აღჭურვილობა გადასცა