მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმა – მას “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე – სხდომა იყო ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი
შემდეგი სტატია„გახარია საქართველოსთვის“ – ვერავინ შეძლებს მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას – თავისუფლება მათე დევიძეს!