მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ლევან მარგიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სხდომის დასრულებისთანავე შსს-ს თანამშრომლებმა მარგიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
შსს-ის მტკიცებით, მარგიანმა 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირი „ხელოვნურად გადაკეტა“, რაც გახდა მისი დაკავების მიზეზი.
















