21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს. პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა.
შოთა თუთბერიძემ დაწერა:

„მანდაც დე*ის ტ**ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?”

საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრს არ შეუტანია – საქმის წარმოება შსს-ის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით, რაც რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. ოქმის შემდგენელია სანდრო კეპაშვილი.

შოთა თუთბერიძის თქმით, ნინო წილოსანს მის მიერ დაწერილი კომენტარის შესახებ ინფორმაცია თავადვე მიაწოდა – წილოსანი მალე პასუხს დაჰპირდა, თუმცა არ უპასუხია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ისეთი სამმართველოს შექმნა, რომელიც „საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს“, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს დააანონსა, ხოლო 1 ივნისიდან სამმართველო „10 თანამშრომლით მუშაობას შეუდგა“.

banner
წინა სტატიაში“საქართველო სცილდება ევროკავშირის გზას და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”- გიორგი შარაშიძე
შემდეგი სტატიაქეთი ღურაზაშვილი ელექტროსკუტერების რეგულირების ინიციატივით გამოდის