მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მიმართა და პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.

ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მას რაიმე საპროცესო ღონისძიების გატარების და მკაცრი ფორმების გამოყენება არ სურს. ამიტომ, მოსამართლემ მხარეებს მიმართა, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები, დაიცვან ქცევის წესები და პატივი სცენ ერთმანეთს.

„მოგიწოდებთ მაქსიმალურად პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ. იყავით კორექტულები და პატივი ეცით ერთმანეთს. ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს წესრიგის დარღვევას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შემიძლია, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ზომები. მაქსიმალურად მობილიზებულია სასამართლო, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, მაგრამ მხარეებმა უნდა შემიწყონ ხელი. ეს არ უნდა იყოს იმგვარი, რომ მე გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მოწადინებული და მონდომებული არ ვარ“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო
შემდეგი სტატიავოლსკი – ოპოზიცია სააკაშვილის საქმეს „პიჯაკების საქმეს“ არქმევს, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებში და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე