მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში – ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტებებს აკეთებს

მთავრობის მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება განათლების მინისტრმა გააკეთა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მოუწევს თუ არა მას პოსტის დატოვება, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და გადაწყვეტილებასაც მის მოხსნასთან დაკავშირებით, სწორედ ის მიიღებს.

„რაც მე მოვედი, ყოველ თვე არის საუბარი რამდენიმე მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ეს სიახლე არ არის. ეს ცალსახად არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, როცა ჩათვლის პრემიერი, მაშინ განახორციელებს ცვლილებებს, თუმცა, ამ წუთას ასეთი განხილვა არ მიმდინარეობს,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების გადათვლის საქმე – სასამართლოში სხდომა იმართება
შემდეგი სტატიათბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს