“მოსალოდნელი დასასრულის” განცდაც ფარისევლურია”-გოჩა მირცხულავა ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება

პატრიარქის ქადაგებამ მეორედ მოსვლაზე ზოგიერთნი საგონებელში ჩააგდო, ზოგი ქილიკის ხასიათზე დააყენა და ზოგი ათეისტურ რწმენაში განამტკიცა. ლენინის უკვდავების რწმენიდან, იესოს აღდგომის რწმენაში, ერთ წამში გადაპორტირებული ქართული საზოგადოება, რომლის ქრისტინულ განათლებაზე არასოდეს უზრუნვია “დედა ეკლესიას”, მაგრამ რომელიც ყველაზე “მაგარ” ქრისტიანად მიიჩნევს თავს, სხვა – ადეკვატურ სიმპტომებს რომ ამჟღავნებდეს, ეგ უფრო იქნებოდა გასაკვირი.
ნეტავ, რატომ უკვირთ ჯვრიდან ტაბურეტამდე აღზევებულ ეკლესიის მესვეურთ, ეს ქილიკი? რამე გააკეთეს თუ გაუკეთებიათ ერის, გნებავთ მრევლის აღსაზრდელად და გასათვითცნობიერებლად იმის გარდა, რომ სულ ენის წვერზე უტრიალებთ – “უფლის გეშინოდეთ”? ვგონებ თავადაც არ იციან რას ნიშნავს უფლის შიში და ის სახარებისელუს თუ დავანებებთ თავს, თვით რუსთაველთანაც (შიში შეიქმნს სიყვარულსა) შიშით, მორჩილებით სიყვარულამდე მისვლას კი არ ნიშნავს, არამედ სასურველის დაკარგვის შიშს… იგივეა სახარებაშიც – უფლის შიში, მის “სადამსჯელო, შირისმაძიებელ” ბუნებას კი ნიშნავს, ან იმას, რომ უფალი პასუხს გვაგებინებს მენტალური ჩეკუნობისთვის, არამედ სასურველის – უფლის დაკარგვის შიშს. არის ჩვენს ეკლესიაში რამოდენიმე გონიერი ადამიანი, ვინც ჩემზე უკეთ ახსნის ამ ყველაფერს – ქართულად და გასაგებად – თანამედროვე ენაზე.
როცა ეს მინიმალური რამ არ ვიცით – არც არასოდეს გასჩენია ეკლესიას და მის მესვეურებს იმის სურვილი, რომ ეს, უმარტივესი “პარადიგმა” განემარტა საკუთარი მრევლისთვის – და “უფლის შიშს” პირადი მორჩილებისთვის იყენებდა, რატომ უკვირს ვიღაცას “მეორედ მოსვლის” მეტაფორის გაუგებლობა?
ცალკე საკითხია ტექსტის ავტორის პერსონალური დამოკიდებულება ცალკეული მოვლენების მიმართ, თუნდაც ის, რომ “ღრად მორწმუნე” ქართული (!) საზოგადოებისთვის მეორედ მოსვლა არის “დასასრული”… ან ის რატომ უკვირთ, რომ მოდას აყოლილი ქართველი მართლმადიდებლისთვის “რამდენიმე დღე” – რამდენიც არ უნდა იძახო, რომ მეტაფორაა, რამდენიმე დღეა და ვის ეხალისება დასასრული რამდენიმე დღეში? თავი დავანებოთ იმას, რომ თუნდაც ამ “მოსალოდნელი დასარულის” განცდაც ფარისევლურია, თორემ გუშინვე მაღაზიების ვიტრინები პირწმინდად უნდა დაცარიელებულიყო… ან ყველა ტაძრებში უნდა გდებულიყო მუხლებზე…
პატრიარქის ამ ქადაგებამ ნათლად წარმოაჩინა, როგორ არის ერთმანეთს დაშორებული იერარქია და სამწყსო.
ბარემ აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პატრიარქთან დაახლოვებულმა არა ერთმა პერსონამ კარგად იცის მისი უწმინდესობის განწყობები “მომავალთან” დაკავშირებით – “მის შემდეგ ყველაფერი დასრულდება და არაფერი იქნება, რომ ის არის ქართული ერთიანი ეკლესიის ბოლო პატრიარქი” – ამიტომ, სულაც არ მიკვირს, რომ “მეორედ მოსვლის” მეტაფორმა ბუკვალურად გაიგო “მორწმუნე საზოგადოებამ”, ხოლო ქილიკითა და დაცინვით – ეკლესიიდან გარიყულმა თუ ათეისტთა არმიამ-წერს გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია, რომელსაც საქმე აღუძრა ივანიშვილმა, იმსახურებს მთლიან სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან
შემდეგი სტატიაის, რას ქოცების კულუარებში ხდება-გიორგი კაპანაძის “facebook” პოსტი