“მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს ხელისუფლებას და არა რამე ტიპის გარე ფაქტორებს” – ლორა ტორნტონი

“NDI”-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის წარდგენის შემდეგ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მოსახლეობის აზრით ქვეყანას აქვს.

მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს ხელისუფლებას და არა რამე ტიპის გარე ფაქტორებს.

„ჩვენი აზრის კვლევის ძირითადი მიგნებები არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც ამ კვლევებში დაფიქსირებულა. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკას ძალიან ნეგატიურად აფასებს. მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალში არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და სხვა. ძალიან მჭიდრო კორელაცია დადგინდა ვალუტის კურსთან მიმართებით. ანუ ლარის დოლართან მიმართებაში კურსი და მეორეს მხრივ პასუხები, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ეს ორი საკითხი მჭიდრო კავშირში არის ერთმანეთთან. ძალიან საინტერესოა ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეკონომიკაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს ხელისუფლებას და არა რამე ტიპის გარე ფაქტორებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგი თუ ცუდი, რაც ეკონომიკაში ხდება, საბოლოო ჯამში მიეწერება ხელისუფლებას. მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ მოსახლეობა საკმაოდ ნდობით არის განწყობილი ჯანდაცვის სისტემის მიმართ. ფიქრობენ, რომ ის არის ხელმისაწვდომი, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ფასები, როგორც სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე წამლებზე. მოსახლეობის ნახევარი გვპასუხობს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ან მისი ოჯახის წევრს სჭირდებოდა ან სამედიცინო დახმარება ან წამალი და უსახსრობის გამო, ვერ შეძლო შეძენა. ეს ყველაფერი აგზავნის ცხად მესიჯებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ქვეყნის ლიდერებთან, რომ საჭიროა ჯანდაცვის კუთხით მუშაობა და ასევე, ეკონომიკის ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის პრობლემებისკენ მიმართვა, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს. ევროკავშირის და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ სტაბილურია, რაც ცხადია კარგია“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი კვლავ იწყალებს მკვლელს
შემდეგი სტატიადღეს მე როგორც მექცევიან, ასე ადამიანს მსოფლიოში არსად მოექცევიან – მაჩალიკაშვილი