მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა.

კითხვაზე, “მხარს უჭერთ, თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ”, 29% პასუხობს, რომ ცალსახად მხარს უჭერს, 22% კი – მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს. მოთხოვნას სრულად ეწინააღმდეგება 27%, ხოლო ნაწილობრივ – 12%. მოსახლეობის 10%-ს პასუხი არ აქვს, ან არ იცის.

 

banner
წინა სტატიაშიIRI: 60% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა
შემდეგი სტატიაIRI: მოსახლეობის 62% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება