მოსახლეობის 92% “გავრილოვის ღამეზე” პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – NDI

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2019 10:51

მოსახლეობის 92% “გავრილოვის ღამეზე” პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (92 პროცენტი) 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და, ღია კითხვაში, 55 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას (43 პროცენტი), მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას (9 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას (1-1 პროცენტი) აკისრებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2019 10:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics