მოსახლეობის 77% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 77% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, დარჩენილ 23%-ს კი ქვეყნის განვითარების კურსი სწორად მიაჩნია.

ასაკობრივ ჭრილში განხილვისას საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებში 18-დან 24 წლამდე მაჩვენებელი უფრო მაღალია – ამ ასაკობრივ კატეგორიაში გაკითხულთა 80%-ს ქვეყნის განვითარების კურსი არასწორი ჰგონია.

მეთოდოლოგია

„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

banner
წინა სტატიაშისოფელ მუჟავასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპროპორციულ სისტემაზე გადასვლას ამომრჩეველთა 87% ემხრობა