მოსახლეობის 59% „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს

NDI-ის კვლევის, გამოკითხულთა 59% ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს, 5% კი უარყოფითად.

კითხვაზე, პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობასა და მკვლელების დაფარვაში დამნაშავე პირთა სიის შექმნა. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და სანქცია ამ ხალხის წინააღმდეგ. როგორ შეაფასებდით ამ რეზოლუციას? გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიNDI – რესპოდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს
შემდეგი სტატიათბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს