მოსახლეობის 31 პროცენტი ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს – NDI

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს – ამის შესახებ NDI- საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტი მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11 პროცენტი – ოკუპაციას, ხოლო 10 პროცენტი რუსულ პროპაგანდას ასახელებს.

როგორც „ენდიაიში“ აცხადებენ, მონაცემები სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში განსხვავდება.

„იქ მხოლოდ 3 და 8 პროცენტი (შესაბამისად) მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე (43 პროცენტი), პოლიტიკაზე (45 პროცენტი) და ეროვნულ უსაფრთხოებაზე (47 პროცენტი) ნეგატიური გავლენა აქვს“,- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიუვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 90 %-ს ევროპაში არ უმოგზაურია – NDI
შემდეგი სტატია39 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი იყო – NDI