„მოსახლეობას მოვუწოდებ, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებს“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეული ჯგუფები პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას.

 

ნარმანიას თქმით, მათ ავიწყდებათ, რომ თავად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უგულვებელყვეს ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც დღეს თბილისის მერიისთვის გაცილებით დიდ ძალისხმევას უკავშირდება.
„მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგან ეს ყველაფერი არ კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, არც მათი საცხოვრებელი თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 23% დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო