“მოსახლეობამ პრემიერის გამოსვლა კარგად უნდა წაიკითხოს და დარწმუნდებიან, რომ ქვეყანაში ბევრი საქმეა გაკეთებული”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მოსახლეობას მოუწოდებს, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა კარგად წაიკითხონ, მოუსმინონ, გაეცნონ და ისინი ადვილად დარწმუნდებიან, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული.
ამის შესახებ კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
“მე ვფიქრობ, ჩვენ დღეს მომსწრე ვიყავით ძალიან პასუხისმგებლიანი ანგარიშის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გააკეთა. ძალიან ძნელია საათნახევრის განმავლობაში ერთბაშად გააკეთო ანალიზი ყველა იმ მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ამ სამი წლის განმავლობაში ხდება და ასევე გააკეთო აქცენტები მომავალ პერსპექტივებზე. ვფიქრობ, რომ გამოსვლა იყო ძალიან კომპაქტური და ძალიან ზუსტად გაანალიზებული. ამის მიუხედავად, მე მინდა დიდი პატივისცემით მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ დაინტერესდნენ ამ გამოსვლის ტექსტით. მხოლოდ ზოგად შეფასებებს ნუ დაეყრდნობიან, ყურადღებით წაიკითხონ, მოუსმინონ, გაეცნონ ამ გამოსვლას და ისინი ადვილად დარწმუნდებიან, რომ ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული ქვეყანაში ამ სამი წლის განმავლობაში და ადვილად დარწმუნდებიან, რომ ვინც ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი 2012 წლის ოქტომბერში, სწორი იყო”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ

banner
წინა სტატიაშიჯებ ბუში: პუტინის მიზანია აშშ-ს გამოწვევა
შემდეგი სტატიაგარკვეული მიწის ნაკვეთების განკარგვა ან სარგებლობაში გადაცემა შესაძლოა ერთი წლის ვადით აიკრძალოს