მოსახლეობა ზუგდიდში გადათხრილი ქუჩების გამო პროტესტს გამოთქვამს

ზუგდიდში ადგილობრივები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდნენ, რის გამოც რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. ადგილობრივების პროტესტი გადათხრილი ქუჩები და გაუსაძლისი პირობებია. ამჯერად პუშკინის ქუჩის მოსახლეობა გაიფიცა. მათი თქმით, რამდენიმე თვეა ხელისუფლებამ სარეაბილიტაიო სამუშაოები დაიწყო, თუმცა წყლის მილების არასწორი მონტაჟის გამო სამუშაოები ჭიანურდება. როგორც მოსახლეობა ამბობს, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, ხრეშის ნაცვლად ადგილზე მიწა დაყარა, რაც ძლიერი მტვრის და სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდა. ადგილობრივების თქმით, მტვრის გამო სუნთქვა შეუძლებელია და საცხოვრებელ სახლებში ფანჯრებს ვერ აღებენ. გარდა ამისა, მათი დაბინძურებულია სასმელი წყალიც.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი ადგილზე ახალარჩეული მერის გეგა შენგელიას მისვლას ელოდნენ, თუმცა შენგელია მათთან არ მისულა. ისინი უკმაყოფილო არიან ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობით და აცხადებენ, რომ მთავრობას მხოლოდ არჩდვნების დროს ახსენდება მოსახლეობა.
„ვიხრჩობით, ფანჯრები არ იღება, კარები არ იღება წყალი არ არის, არაფერი არ არის, ვითხოვთ ამას. ცოდვა არ ვართ? ხალხი ვართ. მე მოხუცი ვარ, მაგრამ ბავშვები, რომ დადიან სასწაულად იხრჩობიან. მთავრობა მოვიდეს. ტაში რომ უნდოდა ტაში, ამას გამართლება უნდა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. სამშენებლო კომპანია, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განკარგავს, ადგილობრივ მოსახლეობას ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით მოსახლეობა ტყუის და სამუშაოები წელიწად ნახევარი კი არა, 25 დღეა რაც მიმდინარეობს.

„ახალი ჩადებულია ახლა აქ მილები, დაჯდეს უნდა ცოტა ხანში. წელიწად ნახევარი კი არა ეს გადაითხარა სადღაც 20-25 დღის წინ. რატომ ხართ დარწმუნებული რომ მოსახლეობა მართალს გეუბნება? მე აქ ვმუშაობ, ამის ზედამხედველი ვარ, გადაითხარა ერთი მონაკვეთი მეორეჯერ, სადაც მილის წუნი იყო და შევცვალეთ მილი, წუნიან მილს ხომ არ დავტოვებდით? გამოვიღეთ, შევცვალეთ ახალი მილით. როგორც კი დაჯდება ეს გზა, იქნება ახალი ასფალტი. ამ შემთხვევაში ხალხი ტყუის,“ – განაცხადა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილზე მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ​აზერბაიჯანთან დავლაგდებით
შემდეგი სტატიასანზონაში ხანძარია-ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები