“მოსახლეობა უფრო გაღარიბდება”- გიორგი ქობულია ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლარის კიდევ უფრო გაუფასურების მოლოდინშია.
გიორგი ქობულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ახსენებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, მოსახლეობას დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრონ.

„ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ჩვენს ეკონომიაში ვალუტის შემოდინების ნაკლებობა. კერძოდ იმიტომ, რომ შეწყდა ტურისტული ნაკადი, პრაქტიკულად, რუსეთიდან. ის უცხოელი ინვესტორები, ვინც აკეთებდნენ ინვესტიციას, ისინიც ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა. მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ლარის გაუფასურებაზე შეიძლება დამატებითი წნეხი იყოს უახლოეს მომავალში. ყველაფერი არის იმპორტირებული. ეს ყველაფერი არის გაფასებული დოლარში და თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, გაძვირდება. მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. პრობლემა დღევანდელი მთავრობის ის არის, რომ ეშინიათ ასეთი რაღაცების თქმა. ისინი ვალდებულები არიან, რომ აუხსნან საზოგადოებას, როგორია რეალური სიტუაცია,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
შემდეგი სტატიაშეკვეთილში ივანიშვილის სახლთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა