„მოსახლეობა უკმაყოფილოა და არანაირი ნდობა არ აქვს მთავრობის მიმართ“ – კალანდაძე

„საზოგადოება ცალსახად აფასებს რუსეთს როგორც ოკუპანტს მიუხედავად მთავრობის პროპაგანდისა“-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგებს.
ნინო კალანდაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ღიად გამოუცხადა უნდობლობა მთავრობას.
„ორი რაღაც არის ყველაზე მკვეთრად გამოხატული. ერთი, თუ რამდენად უკმაყოფილოა მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობით. მკვეთრად გაუარესებულია მთავრობის საქმიანობის მიმართ ნდობა. და ამავდროულად პრაქტიკულად არანაირი ნდობა და პატივისცემა არ აქვს ისეთი ინსტიტუტების მიმართ , როგორიც არის საქართველოს პარლამენტი . რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. იმიტომ, რომ ეს მოსახლეობაში გაზრდის ნიჰილიზმს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. და თავისთავად ნიშნავს რომ დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება,“-განაცხადა ნინო კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს, თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება უკავშირდება თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას
შემდეგი სტატიასოფელ საკირეს მიმდებარედ ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის