დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების, ჰაერის დაბინძურების და ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, საშინელი პრობლემებია

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საერთაშორისო მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ მშპ-ის კუთხით საქართველომ უკან დაიხია.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„ჩვენ ვალს რომ ვიღებდით, ეგრევე ვდებდით ეკონომიკაში, ეკონომიკა იზრდებოდა და ამიტომ ვალის წილის საერთო განვითარებაში იყო ნაკლები. ესენი იღებენ და ჭამენ ვალს და რატომ ჭამენ? იმიტომ, რომ ყველგან ნათესავები და ახლობლები დანიშნეს და ვისზეც ნაწილდება ეს შეჭმა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

მან ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი გაზრდილია. მისი განცხადებით, პენსია და ხელფასი შემცირდა და ფასები საკმაოდ გაიზარდა.

„მოკლედ საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ დაიწყო გადახვევა უკან. თავიდანვე გაფრთხილებდით, რომ დაგვაპაუზეს, მაგრამ დაპაუზება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, წავიდა გადახვევა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ბევრი პროექტი შეაჩერეს.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილია, რადგან ამ სისტემის საფუძველი ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.

„წელიწადნახევარში 150 საავადმყოფო შენდებოდა, ვეღარ ვასწრებდი საავადმყოფოების გახსნას. ექსკურსიებზე უნდა ატარო ხალხი უკრაინაში და აჩვენო უკრაინული საავადმყოფოები როგორ გამოიყურება, გული შეგიწუხდებათ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს სისტემას პრობლემები აქვს, რადგან ხელისუფლებამ მართვა არ იცის და დაზღვევის საკითხი არასწორად აქვს დარეგულირებული.

„თბილისი გადაიქცა ქალაქად, რომელშიც აღარ არის შესაძლებელი ცხოვრება,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების, ჰაერის დაბინძურების და ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, საშინელი პრობლემებია.

„რაც გავაკეთეთ, აღვადგინეთ, ინერციით გაგრძელდა, მარჯანიშვილის და სხვა. ხოლო რიყეზე შენობა შევიდა მსოფლიო არქიტექტურის საგანძურში. ივანიშვილს არ მოსდის თვალში იმიტომ, რომ უფრო ლამაზი შენობა აღმოჩნდა, ვიდრე მისი რაღაც კონსერვის ქილა. მან დააკონსერვა რიყეზე ეს შენობა და ახლა იქ არის ბაყაყების ბუდე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციაში მიწის გასხვისების ჩანაწერის გაკეთებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო-გიშველათ მილიარდერმა?!