მოსაყდრემ ან ბოდიში უნდა მოიხადოს ან აღიაროს, რომ ერესშია

დღეს, მოსაყდრე შიოს მიერ ნაქადაგები მოძღვრება არის ჩვეულებრივი ერესი და მას ძალიან გაუმართლა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობს და არა უფრო ადრე, რამდენადაც ამგვარად ნაქადაგები მოძღვრებას აუცილებლად უმკაცრესი შედეგები მოყვებოდა მსოფლიო კრებების დროინდელ ეკლესიაში. კონკრეტულად რომ ვთქვა, მეუფე შიო ამბობს, რომ ,,სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში რათა მას ეშვა ძე.” ეს გაუგონარი რამაა მართლმადიდებლური დოგმატიმისთვის, და თუ ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, მეუფე შიოს ორი არჩევანი აქვს, ან მან უნდა აღიაროს რომ შეცდომა დაუშვა, ითხოვოს პატიება და ჩამოაყალიბოს ეკლესიის სწავლება, ან უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან. ეს არაა პოლიტიკის თემა, ეს დოგმატური დარღვევაა!

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ტრიადოლოგიურ დოგმას, ანუ სწავლებას წმინდა სამების შესახებ, რომელიც უცვლელადაა გადმოცემული საუკუნეების მანძილზე. ამ სწავლების მიხედვით წმინდა სამებაშია ერთი არსი და სამი ჰიპოსტასი (პირი), მამა, ძე და სულიწმინდა. თითოეულ პირს აქვს საკუთარი თვისება და ყოვლადდაუშვებელია ამ თვისებათა ერთმანეთში არევა. მამის არის უშობელი, მისი პიროვნებაა სამების მყოფობის მიზეზი. ძის თვისებაა შობილობა, ხოლო სულიწმინდისა კი მამისაგან გამომავლობა-წერს გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიფოთის მერმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად