20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მოსაყდრე შიო: მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას

x

მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას, – მიმართა საეკლესიო კრებას მოსაყდრე შიო მუჯირმა.

“დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი, სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივგამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალიერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახნილად ვაცხადებ”-მიმართა საეკლესიო კრებას მოსაყდრე შიო მუჯირმა.

ამ წუთებში სამებაში საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: ეკლესია, ისევე როგორც, ქართული სახელმწიფო ახალ ნაბიჯებს დგამს