მორტონი – პატივისცემას იმსახურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატო-ს გაფართოება, მით უმეტეს არსებული გამოწვევების ფონზე

გვქონდა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრა და საუბარი, რომელიც ვიტყოდი, რომ კარგი შესაძლებლობა იყო იმ მისწრაფების გასააზრებლად, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, – ამის შესახებ ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მდივანმა, ვენდი მორტონმა განაცხადა.

როგორც მორტონმა კოპენჰაგენის 68-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის წევრებთან საუბრის შემდეგ განაცხადა, კარგი შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაცვლელად.

„რამდენიმე წლის წინ მქონდა შესაძლებლობა, რომ ვწვეოდი საქართველოს, როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ კუთხითაც სასიამოვნო იყო ქართველ დეპუტატებთან საუბარი. დღეს კარგი შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაცვლელად და პატივისცემას იმსახურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატო-ს გაფართოება, მით უმეტეს არსებული გამოწვევების ფონზე. ძალიან კარგია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გვაძლევს შესაძლებლობას, დავსხდეთ და ფორუმის ფარგლებში ვიმსჯელოთ აქტუალურ საკითხებზე“, – განაცხადა ვენდი მორტონმა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიაისრაელის ელჩი: ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი