მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს

ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული და მას მიეწოდა მწირი ინფორმაცია. ადვოკატის თქმით, არანაირი საფუძველი მორის მაჩალიკაშვილის დაკავების, არ არსებობს.

„ღიად შემიძლია, განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი, არ არსებობს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმულ კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის საფუძველი არ არსებობს,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არა აქვს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სწორედ ამ მოტივით იკავებს თავს მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხვაზე მისვლისგან, რადგან ემოციური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და მედიკამენტი ვერ მიიღოს.

„იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა, ერთი საათით შეიძლება, მოვიდეს,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
შემდეგი სტატია“ენას ძვალი არა აქვს” – მიხეილ გიორგაძე მწერლების პრეტენზიებს პასუხობს