მორიგი ვიდეომასალა სოხუმიდან

2016-10-17_173042

 სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეზოში დღეს მომხდარ აფეთქებაზე ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება. როგორც ცნობილია, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან თავი თვითმკვლელმა მამაკაცმა აიფეთქა. აფეტქებას მხოლოდ თვითმკვლელი შეეწირა – მისი ცხედარი აფეთქების ადგილზე აღმოაჩინეს, რომლის ამსახველი ფოტოც „თაიმერმა“ რამდენიმე საათით ექსკლუზიურად გაავრცელა. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. აფხაზეთის ტელერადიოკომპანია კი, რომლის ტერიტორიაზეც აფეთქება მოხდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს – აფეთქების შედეგად ტელევიზიის თანამშრომლები არ დაშავებულან. ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაცვა გაძლიერედა. ასევე, რეიდები ტარდება სოხუმის შესასვლელ- გასასვლელში. „როგორც კი პირველი ინფორმაცია გვექნება, ჟურნალისტებისათვის ბრიფინგს გავმართავთ,“ – განაცხადა დე ფაქტო შს მინისტრმა, ასლან კობახიამ, რომლის თქმითაც, ასაფეთებელი ნივთიერება 150-200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.

https://youtu.be/Ouz_3ZMYXRY

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო
შემდეგი სტატიასოდ-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მამა-შვილი ნიჟარაძეების სახლის თვალთვალის დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღო