მორიგი თავდასხმა “მთავარი არხის” ჟურნალისტზე

მორიგი თავდასხმა “მთავარი არხის” ჟურნალისტზე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კაპანაძესთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჟურნალისტსა და რესპონდენტს კორპუსიდან წყალი გადაასხეს. მოგვიანებით, “მთავარის” ჟურნალისტს იმავე კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ალბათ წყლის გადასხმას იმსახურება, რადგან ყ***რად ცხოვრობს.

“-ვინ ხარ ესეთი, რომ დგახარ ჩემ ქუჩაზე და კივიხარ.

– არაუშავს, ღირსი ხარ ალბათ. მე გეუბნები რატომ ყვირიხარ ჩემ ქუჩაზე შენ, ცოტა დააყენეთ ერთი ადგილი. ალბათ იმსახურებ, მე რა ვიცი.

– რითი ვიმსახურებ?

– შენი საქციელით;

– ჩემ საქმეს რომ ვასრულებ ამიტომ ვიმსახურებ?! თქვენ რომ წყალი გადმოგასხან თავზე, მოგეწონებათ?!

– ვერ გადმომასხამ მე წყალს

– რატომ ვერ გადმოგასხამენ?

– იმიტომ რომ სხვანაირად ვცხოვრობ.

– მე რანაირად ვცხოვრობ?

– ყ***რად.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც საელჩოებს, სახალხო დამცველსა და კომპეტენტურ პირებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში “ლევან გალსკის“ დააკავეს
შემდეგი სტატიაკობახიძე: კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის ხმები 70-30-ზე გადანაწილდება