მორიგი თავდასხმა აბაშაში- მედიის წარმომადგენლებს “ოცნების” შტაბის წევრები თავს დაესხნენ

თავდასხმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე – აბაშაში, სოფელ მარანში, თეა წულუკიანის ჩასაწერად მისულ ჟურნალისტ ემა გოგოხიას და არხის ოპერატორს “ქართული ოცნების” შტაბის წევრები, დაუპირისპირდნენ.

თეა წულუკიანი აბაშის კულტურის სახლში ვიზიტის შემდეგ, “ოცნების” დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სახლში საქეიფოდ მიდიოდა, “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი მას ჩასაწერად სწორედ იქ გაჰყვა.

გზაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მანქანიდან გადმოვიდნენ და სიტყვერი დაპირისპირება დაიწყეს, რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ისინი “მთავარი არხისთვის” ამჯერად კამერის წართმევას ცდილობდნენ.

ეზოში მყოფი თეა წულუკიანი ამ ყველაფერს მშვიდად აკვირდებოდა.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ
შემდეგი სტატიამიხეილ ჩხენკელი მშობლებს თხოვნით მიმართავს, აიცრან