მორიგი ტერაქტი- ნიგერიაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე აიფეთქა თავი.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა “ბიბისის” განუცხადა, რომ ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.
ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ახორციელებს, რომელიც ქვეყანაში შარიათის დაწესებისთვის და ისლამური სახალიფოს შექმნისთვის იბრძვის.
მიმდინარე წლის მარტში, დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების ფიცი დადო.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვას მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია გაუწევს
შემდეგი სტატიარიმა ბერიძე: დღეში საკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია